გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს და ექიმი გეტყვით, როგორ მოიქცეთ

24-10-2020

სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი - თითოეულმა ჩვენგანმა

იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, დარჩით სახლში და იყავით რაც შეიძლება იზოლირებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან.

„ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი გახლავთ სიმპტომური ავადმყოფები. ეს სიმპტომები გახლავთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი - თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. როდესაც ეს სიმპტომი ჩნდება, აუცილებელია ის დარჩეს სახლში, იყოს რაც შეიძლება იზოლირებული, დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს და ექიმი ეტყვის, როგორ მოიქცეს. თუ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან, რომ ექიმის დანიშნულებით ეს ყველაფერი იმართოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.