გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის მინისტრი ხონში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

24-10-2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხონში, დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. მან დასავლეთ სარდლობის შტაბის შენობა და ყაზარმები დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონისა და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე დასრულებული შენობა-ნაგებობები დაათვალიერა.

ხონში მდებარე მე-6 საარტილერიო ბრიგადის, საინჟინრო ბატალიონის და დასავლეთ სარდლობის ტერიტორიაზე ყაზარმების სრული შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

ყველა შენობა უმაღლესი სტანდარტით მოეწყო და აღიჭურვა სველი წერტილებით, დამონტაჟდა კონდიცირება - ვენტილაციის სისტემები, სრულად განახლდა ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკანალიზაციო და საინჟინრო ქსელებს, მოხდა გარე ფასადების რეკონსტრუქცია, ტერიტორიის გამწვანება და გარე განათების დამონტაჟება.