გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს

25-10-2020

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში თამარ მეფის, გაპონოვის, მწვანეყვავილას და ჭალას მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსიმინა მათი პრობლემები, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხება.

"რადგან ამის საშუალებას მაძლევს ჩვენი საარჩევნო ფორმატი, მინდოდა ინდივიდუალურად ამეხსნა ყველასთვის ის პასუხისმგებლობა რომლის წინაშეც ვდგავართ, ის პრიორიტეტები, რომელიც ჩემი საარჩევნო პროგრამის ნაწილია, სასიკეთო ინფრასტრუქტურული ცვლილებები, სკვერები, სპორტული ტრენაჟორები, გზები და რაც მთავარია მთელი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის განახლება უახლოეს მომავალში გველოდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობის რაციონალური ჩართულობა ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.