გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ხვიბლიანი: ვინც ასეთ ინფორმაციებს ავრცელებს ნაძირალაა

26-10-2020

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აყვანილი სამხედრო, დავით ხვიბლიანი სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ხვიბლიანი ცრუ მძევალი და ბანკის მძარცველის თანამზრახველია, სპეცოპერაციის შემდეგ კი მასზე ხელისუფლება ძალადობს და ინფორმაციის გამოძალვას ცდილობს.

დავით ხვიბლიანი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს და მათი გამავრცელებლების მიმართ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

„ესაა სრული აბსურდი, ხოლო ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს ნაძირალაა. მე არავის მივცემ უფლებას, თავდაცვის სამინისტროს,რიგით ჯარისკაცებს თუ მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენოს.ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი სამხედრო მოვალეობის შესრულების შემდეგ სახლში ვარ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვინც ჩემზე და თავდაცვის სამინისტროზე ასეთ ინფრომაციებს ავრცელებს სრული ნაძირალაა და არ შერჩება. ის ადამიანი არაა, ის არც ფორმას სცემს პატივს და არც არავის“ - განაცხადა ხვიბლიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში.