გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არჩილ თალაკვაძე: დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას ხელისუფლება არავის მისცემს

28-10-2020

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ.

საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!" - აცხადებს თალაკვაძე.​