გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცხეთაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, ფიჭვის სახეობის 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ, ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა. შეგახსენებთ, რომ, აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ხე-ტყის დამზადება სოციალური ჭრის წესით.
ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.