გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავში სკამის ჩარტყმა, თითის მოტეხვა, საფერფლის სროლა-მოძალადე ქმარს 2 წლიანი პირობითი მიესაჯა

12-03-2018

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ოჯახის წევრზე მოძალადე მამაკაცი გაასამართლეს.შემთხვევა 2016 წლის 4 ივლისს. დაბა ურეკში მოხდა.

დამნაშავემ მეუღლეს ნ.ა.-ს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა  მიაყენა,რამაც დაზარალებულის ჯანმრთლობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

ძალადობის ფაქტის მხილველებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, მოძალადე დ.ქ. დააპატიმრეს. დაზარალებულს კი გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

შემთხვევის დღეს მოქალაქე დ.ქ.-მ მეუღლეს ნ.ა.-ს მიმართ გამოიჩინა სისასტიკე,რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში,თავში ჩაარტყა სკამი, ესროლა შუშის საფერფლე, რომელიც ქალს მოხვდა სახის არეში.ამ ყველაფერმა ნ.ა.-ს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

აღსანიშნავია,რომ ეს არ იყო ძალადობის ერთადერთი შემთხვევა.მოძალადე მამაკაცი მუდმივად ამცირებდა მეუღლეს,სცემდა და აყენებდა შეურაცხყოფას.

ერთ-ერთი შელაპარაკების დროს კი მოძლადემ მეუღლეს მოტეხა მარცხენა მტევნის საჩვენებელი თითი, რამაც ნ.ა.-ს ჯანმრთელობის მოშლა გამოიწვია.

დაზარალებული მოითხოვდა მოძალადე მეუღლის დასჯას.

დამნაშავემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და მოითხოვა საპროცესო გარიგების შეთანხმება.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს  საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს  საქმის პროკურორმა და დაზარალებულმაც.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმის მტკიცებულებები:სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის დაზიანებებთან დაკავშირებით, ადგილის დათვალიერების ოქმი და მოწმეთა ჩვენებები და მიიჩნია,რომ დ.ქ.-ას მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

სასამართლომ მიიჩნია,რომ მოცემულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა კანონიერი და სამართლიანია, რაც შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორისა და დაცვის მხარის მოთხოვნა და ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

"გურიის მოამბე"