12-03-2018
პარასკევს 16 მარტს, 16:00 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე 2 კორპუსში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ოკუპაციის მუზეუმი“ ოფიციალურად გაიხსნება. (მის: გორი. ჭავჭავაძის ქ. 61. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი). სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწერებად გორში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩამოვლენ, სადაც მათ საგამოფენო სივრცის დათვალიერებასთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი შედეგების ამსახველი ფილმის ნახვაც შეეძლებათ.
სტუმრებს მასპინძლობას ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ გაუწევს. მისი ხელმძღვანელი მეგი ბიბილური მოწვეულ საზოგადოებას მუზეუმის გორში არსებობის მნიშვნელობასა და მიზანს გააცნობს, რის შემდეგაც ყველას ექნება საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.
,,მუზეუმში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალები ქრონოლოგიურად ასახავს რუსულ აგრესიასა და ომის შემდგომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს. გახნის ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და სამეცნიერო საზოგადების წარმომადგენლებიც დაესწრებიან."
მუზეუმი წარმოადგენს მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ პროექტის „ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში“ ნაწილს. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ. აღნიშნულ ღონისძიებას კი ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ , გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრთან ერთად აწყობს.