გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნინო ცაციაშვილი: ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი

31-10-2020

"სამწუხაროდ, გუშინაც იყო მცდელობა დეზინფორმაციის გავრცელების... ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

"მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვმარტო, რომ ჩვენ პოლიციელებს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება და დააფიქსირონ არჩევანი. ერთადერთი იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევნები ემთხვევა სამუშაო საათებს, ან მათი მორიგეობის საათებს, ჩვენ შევთავაზეთ სპეციალურ საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირება.

ყველას, ნებისმიერ პოლიციელს, ვისაც ჰქონდა ამის სურვილი, მოხდა მათი მონაცემების შეტანა სპეცსიებში და სურვილის არსებობის შემთხვევაში, საშუალება ჰქონდათ, სპეციალურ უბანზე მიიღოთ მონაწილეობა და დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი", - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.