12-03-2018
დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი თანასოფლელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.
მამაკაცს ჭრილობა მარჯვენა მხრის არეში აქვს მიყენებული. როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებულმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა. მდგომარეობის გაუარესების გამო დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თბილისში გადაიყვანა.