გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ არჩევნები გააყალბა, ფეიკია

5-11-2020

დღეს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის გენერალურმა დირექტორმა იკადრა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ფეიკი იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ნიკა გვარამიამ დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან კობახიძეს მსგავსი რამ არც უთქვამს.

„მსგავსი არ ყოფილა და მსგავსი კი არ ყოფილა, მიმსგავსებული განცხადებაც, რომლიდანაც შეიძლებოდა ეს გვეგულისხმა, ასეთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა. ამიტომ უდიდესი სიბუნძურეა, როდესაც საზოგადოებას ატყუებ მარტივი ფეიკებით, ოღონდ საღამომდე შეიძლება ვიღაცას დააჯერო და ხვალ რა იქნება, იმას აღარ ფიქრობ“, - განაცხადა მდინარაძემ.