გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ცქიტიშვილი: აუცილებელია, პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე გადავიდეთ თვითიზოლაციაში

5-11-2020

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ გამოვიწვიოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობა და ამისთვის აუცილებელია, რომ პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, იმის მიუხედავად, გვექნება თუ არა გაკეთებული ტესტი ან გვეცოდინება თუ არა პასუხი ტესტზე, მაშინვე უნდა გადავიდეთ თვითიზოლაციაში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ცხელება, ელემენტარული რესპირატორული სიმპტომები, თავის ტკივილი, ხველა ან სხვა და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ტესტის პასუხის მიღებამდე, მოქალაქე დარჩეს სახლში, გადავიდეს თვითიზოლაციაში და გაუფრთხილდეს ოჯახის წევრებს.

„შევატყობინოთ ჩვენს კონტაქტებსაც იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ვიყოთ ინფიცირებული და მათაც ვთხოვოთ, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. მხოლოდ ასეთი გზით შევძლებთ, გავწყვიტოთ ვირუსის გადაცემის ჯაჭვი და შევანელოთ მისი გავრცელება. ეს თავის მხრივ იქნება გარანტია იმისა, რომ ისევე, როგორც დღემდე, ჩვენ დაგვჭირდება მინიმალური რაოდენობის შეზღუდვები, მხოლოდ დროებითი წერტილოვანი მიდგომები და როგორც გავიარეთ პირველი ტალღა ისე, რომ ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა და სიკვდილიანობის გამორჩეულად დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, ასევე ერთად, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობით, საზოგადოების კონსოლიდაციით, შევძლებთ გადავლახოთ მეორე ტალღაც ისე, რომ არ გადავტვირთოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და გვქონდეს რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი კოვიდის გამო“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.