გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

6-11-2020

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Aviareps”, ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართა. ღონისძიებას სასტუმრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, გაყიდვების სფეროში მოღვაწე პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი დიდი და მცირე მარნების სხვადასხვა დასახელების ღვინოები. მცირე მარნების ღვინის ტრანსპორტირება გერმანიაში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

გერმანია ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ქართული ღვინის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა, სხვადასხვა ფორმით, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, პანდემიის პირობებშიც, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია -მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.