6-11-2020
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადიგენის სატყეო უბნისთვის ტყის ინვენტარიზაცია განხორციელდება და მომზადდება ტყის მართვის გეგმა. აგრეთვე შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა. პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, სლოვენიელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ეროვნული სატყეო სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო ექპერტებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი "ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში" წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო გაერთიანებები. პროექტი ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებების (სათემო კავშირები) ჩართულობას სატყეო სექტორში მომსახურების პროცესში.
პროექტი 2021 წლის ბოლოს დასრულდება, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.