გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კონგრესმენი ჯო ვილსონი: გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა

7-11-2020

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს  აშშ კონგრესის საგარეო კომიტეტისა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი კონგრესმენი ჯო უილსონი წერილობით გამოეხმაურა. 

„ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას 2020 წლის 31 ოქტომბერს. გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა. მიმდინარე წლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმების მიღების შემდეგ, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისაკენ.

ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორმხრივ ეკონომიკურ წარმატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სიმტკიცეს მშვიდობის გზით. ამერიკელი სამხედროები ძალზედ აფასებენ საქართველოს თავდადებულ და ნიჭიერ სამხედროებთან ჩამოყალიბებულ ალიანსს, რაც ჩამოგვიყალიბდა მსოფლიო მასშტაბით ერთიანი ძალებით გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლისას და ამ გზით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისას. საქართველოში ვიზიტების შედეგად შთაგონებული ვარ თქვენი ნიჭიერი მოსახლეობით.

მე მომავალშიც გავაგრძელებ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის დახვეწისა და უფრო ძლიერი დემოკრატიის შენების პროცესში. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გაღრმავების საქმეში“- ნატქვამია წერილში.

კონგრესმენი ჯო ვილსონი აშშ კონგრესში სამხედრო პერსონალის ქვეკომიტეტისა და რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარეა.