გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი კახიანი: ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელს

7-11-2020

„ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელს და ცდილობენ პოლიციის დისკრედიტაციას“, განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„მძიმეა, როდესაც ვერ აცნობიერებს, ამით რა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორცეიელებს ან შეიძლება აცნობიერებს კიდეც და უბრალოდ ეს შედეგი უნდათ. პოლიციის დისკრედიტაცია რას ნიშნავს?პოლიცია არის ის ინსტიტუცია, სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. მათი დისკრედიტაციის შემთხვევაში, ეს მოიშლება. როდესაც ამას ცდილობს პოლიტიკოსი, ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე. ამას პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და მოჰყვა კიდეც, სწორედ იმიტომაც არის, რომ ძირითადად 2%-იან პარტიებს ვხედავთ“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.