გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი კახიანი: პარლამენტი იქნება ლეგალურიც და ლეგიტიმურიც

7-11-2020

„გვყავს დესტრუქციული რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ეს სცენარი მიჰყავს და ვხედავთ, რომ პატარა პარტიებიც ამ სცენარის თანამონაწილეები ხდებიან “, -განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი შეფასებით, ქვეყანაში დღეს არ არის მარტივი მდგომარეობა. „როდესაც ოპოზიციური სპექტრი სრულიად უსაფუძვლოდ იძახის, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტი საქმიანობაში არ მიიღებენ მონაწილეობას, რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი პოლიტიკური მოვლენა. თუმცა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა მთელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს დაწყებული ეუთო/ოდირიდან, აშშ-ს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ამაზე და ბევრმა სხვამაც. არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. პარლამენტი იქნება ლეგალურიც და ლეგიტიმურიც“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.