გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახაბერ საბანაძე: როდესაც პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის მყისიერი საფრთხე არსებობს, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები

9-11-2020

„როდესაც პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის მყისიერი საფრთხე არსებობს, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ დღეს, სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გუშინ ავხსენით და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, წყლის ჭავლი, როგორც იძულების სპეციალური საშუალება, გამოყენებულ იქნა კანონის სრული დაცვით. კერძოდ, პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პოლიციელს აქვს უფლება, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება პოლიციელის და ზოგადად, საზოგადოების წევრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როდესაც რეალობიდან გამომდინარე არ არსებობს გაფრთხილების საშუალება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები. წყლის ჭავლი სწორედ ამ კანონის დაცვით იქნა გამოყენებული. მაშინ, როდესაც არსებობს მყისიერი საფრთხე, პოლიციელის ან საზოგადოების წევრის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის, ან არ არსებობს იმგვარი მდგომარეობა, რომ მოხდეს გაფრთხილება, პოლიციელს აქვს უფლება, გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, ამ შემთხვევაში წყლის ჭავლი“,- განაცხადა კახაბერ საბანაძემ.