9-11-2020
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლების, ზვიად ბობოქაშვილის და ელენე მაღლაკელიძისავტორობით, წიგნი „საქართველოს ხეხილი: ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები“ გამოიცა. ნაშრომი საქართველოში შემოტანილიხეხილის 71პერსპექტიულ ჯიშზე ინფორმაციას მოიცავს და მასში ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის, კაკლის, გარგარის, ბლის, ალუბლის და ნუშის ჯიშების ბიოლოგიური თვისებები და სამეურნეო მახასიათებლებია აღწერილი.
წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში გამოიცა, მასში მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ 4 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებია შეჯამებული. წიგნის აქტუალურობა ბოლო 20 წელიწადში საზღვარგარეთიდან ხეხილის უამრავი ჯიშის შემოტანამ განაპირობა. მეხილეობის კვლევის სამსახური აგრძელებს კვლევებს, 2021 წლისთვის, უკვე შემდეგი 70 ჯიშის შესახებ შეგროვდება ინფორმაცია.
წიგნი განკუთვნილია როგროც მოყვარული მებაღეებისთვის, ასევე პროფესიონალი მეხილე-ფერმერებისთვის, სტუდენტებისა და აგრო-კონსულტანტებისთვის. ავტორებმა ნაშრომი მათ პედაგოგებს, მეხილეობის დარგისქართველ მეცნიერებს, მიხეილ ვარძელაშვილს და შარდენ ახვლედიანს მიუძღვნეს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკებსა და აგრარული მიმართულების უნივერსიტეტებში, ციფრული ვერსია კი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.