გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

10-11-2020

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სამცხე-ჯავახეთში ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა.

დაბა აბასთუმანში აშენდა სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლებიც სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. მოეწყო ნაპირდამცავი კედელი, აშენდა ხიდი, გაიწმინდა სარწყავი არხი.

განხორციელებული პროექტის შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაქარია ენდელაძესთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები საქართველოს მელიორაციამ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.