გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს

11-11-2020

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სსფ-ის მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის შეფასებისას.

მისი თქმით, ფონდის მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა დროული და სწორი ნაბიჯები კოვიდ-19-ის ნეგატიური გავლენების მაქსიმალურად შესამცირებლად.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულ მხარდაჭერასთან ერთად, საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა. ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. განსაკუთრებით მნიშვნელივანია, რომ სსფ მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენს სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიუხედავად გამოწვევებისა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,“ - აღნიშნავს ივანე მაჭავარიანი.

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა დაიწყებს ზრდას და საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

„მომავალი წლიდან ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულირებას, ასევე, გაგრძელდება ღონისძიებები როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, საქართველოში შენარჩუნდეს სტაბილური ეკონომიკური გარემო და ეკონომიკის აღდენა დაიწყოს, რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.