გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გახარია: მინდა, დარწმუნება გამოვთქვა, რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას

12-11-2020

წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა, დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება.

„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ რამდენიმე ჩვენი აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და მინდა, დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას,“ - განაცხადა პრემიერმა.