გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ივანე მაჭავარიანი: მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება, თუმცა ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება

12-11-2020

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ გადამუშავებული დოკუმენტი პარლამენტში 30 ნოემბრამდე შევა.

„როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ვვარაუდობდით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, თუმცა პროგნოზი ჩამოვწიეთ 4.3 პროცენტზე, რაც უკავშირდება გამწვავებულ პანდემიურ ფონს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამავდროულად, ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3 პროცენტის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ, რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, იმიტომ, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე, ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რითაც ხასიათდებოდა 2020 წელიც. აქ შედის როგორც კარანტინის ისე მკურნალობისა და ტესტირების და რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ შევა ვაქცინის ხარჯები, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული და განახლებული ბიუჯეტით პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვდგებით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.