გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის, ზუგდიდში, კიდევ 500-ზე მეტ ბინას შეისყიდის

12-11-2020

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სამშენებლო კომპანიებისგან ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 500-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ზუგდიდში, წლის ბოლომდე, ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის მიმდინარეობს 5 კორპუსის მშენებლობა. სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება.

ცნობისთვის: ბინების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. საკონკურსო წინადადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.