გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

13-03-2018

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო.

სპეციალური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობითაა დაკომპლექტებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორთა ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა. ისინი დაწესებულებაში არსებული სიღრმისეული პრობლემების ლიკვიდაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ.

რამდენიმე დღის წინ, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პაციენტები გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ფაქტობრივად არ არსებობს თერაპიული გარემო.

reginfo.ge