გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

16-11-2020

საქართველოს მელიორაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში სარო-ხიზაბავრას მექანიკური მორწყვის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტი 2 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე I და II აწევის სატუმბი სადგურებისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ჩატარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადაწნეო მილსადენის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც 1400 მეტრი სიგრძის მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, სოფლების საროსა და ხიზაბავრას 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

პროექტის ღირებულებაა 562 000 ლარი.

სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნო.