გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: დავსხდებით დებატების ფორმატში ოპოზიციასთან პირისპირ, სადაც ყველა მათი სპეკულაცია და მანიპულაცია იქნება მხილებული

17-11-2020

„არჩევნებთან დაკავშირებით გვესმის უამრავი ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და რომელიც მანიპულაციას შეიცავს თავის თავში. ეს ეხება სარჩელებსაც“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები მანიპულაციური და სპეკულაციურია.

„როდესაც საბოლოოდ საოლქო კომისიებმა შეაჯამეს შედეგები და შემდეგ ცესკო-ში წავიდა ეს ყველაფერი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გასაჩივრდა ერთადერთი უბანი. რაც შეეხება, ზოგადად, პოლიტიკური პარტიების საჩივრებს, მათი დიდი უმრავლესობა - 90%-ზე მეტი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ. მიზანი იყო მარტივი, კერძოდ, დაეგროვებინათ სტატისტიკა, რითაც მანიპულაციებს განახორციელებდნენ. როცა არაუფლებამოსილ პირს შეაქვს სარჩელი, მარტივია საარჩევნო ადმინისტრაციის და შემდეგ უკვე სასამართლოს რეაქცია. ჩვენ მანამდე გვქონდა ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებდნენ ოპოზიციური პარტიები. ისინი აპირებდნენ დიდი რაოდენობით საჩივრების შექმნას ხელოვნურად, რომ მერე ამ ციფრებით მანიპულირება განეხორციელებინათ. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას და სასამართლოს, მოხდა უპრეცედენტო რამ - გადაითვალა 39 უბანი და 1 უბანი, თვლის გარეშე, საერთოდ გაუქმდა. შესაბამისად, გაუქმების საფუძველზე ტარდება მეორე ტური აღნიშნულ მაჟორიტარულ უბანზე. ასეთი რამ ჩვენს საარჩევნო ისტორიაში არასდროს მომხდარა. ამ ნაბიჯს ოპიზიციამ უპასუხა დესტრუქციით საარჩევნო კომისიების გარშემო. რეალურად ყველაფერი - ციფრები , სტატისტიკა, კონკრეტული მონაცემები - მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე სისტემური მანიპულაცია ამ საარჩევნო პროცესში არ მომხდარა. თუმცა ოპოზიცია გაურბის ფაქტებს. ვთავაზობ ოპოზიციას, დავსხდეთ დებატების ფორმატში და ვისაუბროთ. გარწმუნებთ, რომ ყველა მათი სპეკულაცია და მანიპულაცია იქნება მხილებული. გარწმუნებთ, რომ ყველაფერი, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.