გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაატა იმნაძე: არ შეგვიძლია, რომ ახლა „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს

17-11-2020

ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათ შორის სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.

„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, თავიდანვე იყო პროგნოზები, რომ ყველა იმ აქტივობას, რაც იყო ქვეყანაში, მოყვებოდა შემთხვევების ასეთი მატება. რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა ის ინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი კოლეგები. ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში, საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის გაკეთება ქვეყანაში. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვსნი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.