გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019 წელს საწარმოთა 36.0-მა პროცენტმა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა შეიმუშავა

17-11-2020

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში, საწარმოთა 3.0 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა ასევე 3.2 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 58.2 პროცენტი და 41.7 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 51.9 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 48.1 პროცენტი - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის. საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითაა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა - დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა - 19.3 პროცენტი. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა დიზაინს (14.6 პროცენტი), ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (13.1 პროცენტი), ინოვაციების შეტანას ბაზარზე (12.8 პროცენტი), აგრეთვე საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (12.5 პროცენტი).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საწარმოთა 36.0 პროცენტმა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 23.9 პროცენტმა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 22.8 პროცენტმა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.