გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ინტერნეტთან წვდომა ქვეყანაში მოქმედ საწარმოთა 94%-ს აქვს

17-11-2020

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 94.0 პროცენტს, 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 35.5 პროცენტი და DSL კავშირი (მაგ. xDSL, ADSL, SDSL, VDSL და ა.შ.) – 23.7 პროცენტი. საწარმოთა 21.4 პროცენტი იყენებდა მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 13.2 პროცენტი - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 46.1 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 18.4 პროცენტით. სამიზნე საწარმოთა ვებ-გვერდებს ან ვებ-საიტებს გააჩნდათ შემდეგი ტიპის შესაძლებლობები/ საშუალებები.

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 26.8 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 63.6 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (25.1 პროცენტი), ისე რეაგირება კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე (22.9 პროცენტი).