გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: მიღებულია, რომ 15-20 % გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 % -მდეა, რასაც ალბათ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს

18-11-2020

მიღებულია, რომ 15-20 % გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 % -მდეა, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ქვეყანას აქვს.

„გამახვილდა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი - კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება,“ - განაცხადა დავით გადელიამ.