გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება იზრდება

19-11-2020

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება იზრდება და ბიუჯეტის პროექტი 150 მილიონ 100 ათასი ლარით განისაზღვრა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური ტრანსფერი შეადგენს - 45 მილიონ ლარს, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 1 მილიონ ლარამდე.

გასულ წელთან შეადარებით, 1 მილიონ 268 ათასი ლარით მცირდება ხარჯვითი ნაწილი, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ და სხვადასხვა ტიპის ხარჯებს.

1 მილიონ 100 ათასამდე ლარით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსების ნაწილი. მიმდინარე პროგრამებს ემატება შემდეგი ღონისძიებები:

· სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულა) ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ყოველთვიური მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით.


· სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულა) ერთ წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური მატერიალური დახმარებოს ოდენობა იზრდება და განისაზღვრება 90 ლარით, ნაცვლად 60 ლარისა.

· თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურების ფარგლებში მომსახურება გაეწევა დამატებით 50 ბენეფიციარს და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 100-ს.

· მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, შშმ პირი და ვეტერანი, გათვალისწინებული იქნება ერთდროულად ორი 200 ლარიანი ვაუჩერის გაცემა.

შრომითი ანაზღაურება გაეზრდებათ: მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, ბათუმის საბავშვო ბაღებს, კერძოდ: ბაღის აღმზრდელებს, აღმზრდელის თანაშემწეებს, მედდებს, მზარეულებსა და ტექნიკურ პერსონალს.

2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტად განისაზღვრა ინფრასტრუქტურული პროექტები. 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მცირდება საერთაშორისო პროექტების თანადაფინანსების წილი. აქედან გამომდინარე, მუნიციპალური ფინანსური რესურსები მიიმართება კაპიტალურ პროექტებზე. შესაბამისად, მიმდინარე წელთან მიმართებაში -

· საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება იზრდება ნახევარ მილიონამდე ლარით.

· სანიაღვრე სისტემების მოწყობისთვის გათვალისწინებული თანხა იზრდება 2 მილიონ 400 ათასამდე ლარით.

· სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება იზრდება 3 მილიონ 100 ათასი ლარით.

· სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრებისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა იზრდება 1 მილიონ 200 ათასი ლარით.