გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა

19-11-2020

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების საკვების შეტანა ნებადართულია.(https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=uriserv:OJ.L_.2020.386.01.0006.01.ENG&toc=OJ:L:2020:386:TOC)

აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები,რომლებიც ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, საქართველოში სპეციალური ვიზიტისას დადებითად შეაფასა. კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის განხორციელების ტექნიკური პროცედურები, იმის შესახებ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო.

ევროკავშირის ბაზარზე ასევე ნებდართულია ქართული თაფლის (2016 წელი), შავი ზღვის ქაფშიის( 2017 წელი )და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი.