გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

თორნიკე რიჟვაძე: ამომრჩეველზე ზემოქმედება სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაულია, პოლიტიკურად კი უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება

20-11-2020

"მინდა შევაფასო ის დაანონსებული სამარცხვინო გადაწყვეტილება ე.წ. სირცხვილის დერეფნებთან დაკავშირებით. მხოლოდ სამართლებრივ ფორმალურ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, ამომრჩეველზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, პოლიტიკურად კი უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვერავინ შეძლებს მოქალაქეების ხმის მიცემის უფლების შელახვას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო უბნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებულ ე.წ. ,,სირცხვილის დერეფნებთან” დაკავშირებით.

თითოეულ ყველას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სიმშვიდე რეგიონში და ყველამ ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდი და თავისუფალი განვითარება“ - განაცხადა ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.