გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

20-11-2020

საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტის პარალელურად, ბიზნესის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და აღინიშნა, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ დამატებითი ნაბიჯები გადადგას ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმის 3 ფაზის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე, ასევე განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა გატარება ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში იგეგმება.

მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას მათ წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ და აღნიშნული კომუნიკაცია ბიზნესთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტი სწორედ მათთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მუშავდება და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

როგორც ცნობილია, მთავრობა აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, ასევე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.