21-11-2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პოლიტიკური არჩევანი ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
,,მე ხმა მივეცი ორ ღირსეულ ბათუმელს, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ ბათუმს და რეგიონს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის და აჭარის წარმატებას“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
,,მინდა მოვუწოდო ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ რომ არც ერთი ხმა არ იყოს დაკარგული და ყველამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.