გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოდან 2.2 მლნ აშშ დოლარის ვაშლია ექსპორტირებული

24-11-2020

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში საქართველოდან 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ი9ნფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 4 884 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.