გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მაია ცქიტიშვილი: დაწყებულია მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე, თუმცა ეს მსჯელობა მიმდინარეობს ბიზნესსუბიექტების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით

24-11-2020

დღეის მდგომარეობით კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშრებით არ გვაქვს მიღებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ გუშინ ან დღეს იქნებოდა მიღებული გადაწყვტილება სისტემური „ლოქდაუნის“ შესახებ.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული და ეს გადაწყვეტილება არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, დაწყებულია მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების თაობაზე, თუმცა ეს მსჯელობა მიმდინარეობს ბიზნესსუბიექტების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით.

„ჩვენ გვქონდა საშუალება, მოგვესმინა როგორც არსებული ვითარება, კლინიკურ სექტორში, ასევე გვემსჯელა იმ ზომებზე, რისი მიღებაც არის საჭირო იმისათვის, რომ შევძლოთ ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება. ამ თვალსაზრისით ჩვენ დაწყებული გვაქვს მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების თაობაზე, თუმცა ეს მსჯელობა მიმდინარეობს ბიზნეს სუბიექტების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით.

ჩვენ გუშინ მთავრობის ეკონომიკური გუნდი შევხვდით სხვადასხვა სფეროს ბიზნესს და მხოლოდ ბიზნესთან ასეთი კომუნიკაციით, ერთობლივად უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც დაგვეხმარება ვირუსის დინამიკის მართვაში და ასევე ნაკლებად დამაზიანებელი იქნება ბიზნესისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დღეს ასევე აქტიური საუბარი იყო იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც საჭიროა ვაქცინაციის ეტაპისთვის.

„ჩვენ დღეს ასევე აქტიური საუბარი გვქონდა იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი ერთად მოვემზადოთ ვაქცინაციის ეტაპისთვის. სრულიად მსოფლიო ემზადება იმისთვის, რომ როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის ვაქცინა, ქვეყნები იყვნენ მზად იმისთვის, რომ მიიღონ ვაქცინა და განახორციელონ ვაქცინაცია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.