გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სოფელ ბოლნისში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს

25-11-2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, სოფელ ბოლნისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ხმათა უმრავლესობით, სოფელში სანიაღვრე არხის მოწყობა მოითხოვეს.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, სოფელში 120 გრძივი მეტრის სანიაღრე არხის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის 20,650 ლარია გამოყოფილი. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი თვითმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ბოლნისში სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა.