გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაზა წერეთელი: ყველა ერთად უნდა დავდგეთ - ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, რომ ეს მძიმე სიტუაცია როგორმე გამოვასწოროთ

25-11-2020

ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროსთან ერთობლივად მსჯელობს, შეამცირებს მობილობას და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მძიმე სამუშაოს შეუმსუბუქებს.

„საქართველო არ არის გამონაკლისი, მთელ მსოფლიოში ასეა. ყველას აქვს გარკვეული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები, უბრალოდ, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა უნდა დადგეს ერთად, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ. არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ კვირაში ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ახლა უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომ თუნდაც თვის ბოლოსთვის, როდესაც მოდის ახალი წელი, ჩვენ მეტ-ნაკლებად ამოსუნთქული შევხვდეთ და თუნდაც იმ ექიმებს და ექთნებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ავადმყოფებთან, ცოტათი მაინც ამოისუნთქონ და დაისვენონ. შეზღუდვები, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მე ვფიქრობ, არის ძალიან კარგი იმ მიმართულებით, რომ ეს ეხება იმ ძირითად პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის მობილობა, რომ კონტაქტები იყოს უფრო ნაკლები და დავიცვათ სამი ძირითადი პირობა - ნიღბები, ორ მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა. თუ ჩვენ ამ წესებს არ დავიცავთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეზღუდვებს. კიდევ ერთი საკითხია ის, რომ დაიწყო საუბარი ვაქცინაზე, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ვაქცინები იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის. ახლა ბიზნეს სექტორი გაგებით უნდა მოეკიდოს იმას, რომ რამდენიმე თვე ჩვენ უნდა გავიჭირვოთ, მივიდეთ იმ სიტუაციამდე, როდესაც ვაქცინაც გამოჩნდება, გაზაფხულიც დაიწყება და სხვანაირი ენერგიით გავაგრძელებთ ცხოვრებას“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.