გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მებაჟეების მიერ 2 თვეში 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

27-11-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუქტებზე: ,,წითელი ხიდი“ და „ლაგოდეხი“ ეჭვისა და რისკის პროფილების საფუძველზე სატვირთო ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ბოლო 2 თვის მონაცემებით, 33 750 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად, სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების მძღოლებისთვის სტანდარტული ავზით საწვავის შემოტანა შეზღუდულია და შესაძლებელია თვეში მხოლოდ ორჯერ. რაც შეეხება ტრანზიტულად გადაადგილებულ სატვირთო ტრანსპორტს, დასაშვებია 500 ლიტრი საწვავის შემოტანა.