გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შენდება

29-11-2020

ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა.

,,ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმოს მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად არ ჩერდება მსგავსი პროექტები.

ყველა პროექტი რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ხორციელდება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და სარგებლის მომტანი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ასევე, მიმდინარეობს ხილის გადამამუშავებილი საწარმო ,,დოლოგანის’’ მშენებლობა. პროექტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით და ქედა ‘’ლიდერი"-ს ფარგლებში ხორციელდება. საწარმოში 14 ადგილობრივი დასაქმდება.