გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვანისა და ხონის ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს გივი ჭიჭინაძე იყრის

14-03-2018

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატი იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იქნება.

გივი ჭიჭინაძე პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. იმერეთის გუბერნატორად 2015 წლის თებერვლიდან მუშაობს. მანამდე, 2014 წლიდან მუშაობდა ვაკის რაიონის გამგებლად. 2012-2013 წლებში იყო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივანი; 1998-2000 წლებში მუშაობდა „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსად; 1996-1998 წლებში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სადახლოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ; 1992 წლიდან დღემდე არის ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. შუალედური არჩევნები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილმა მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.

reginfo.ge