გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 427 მილიონი ლარით შემცირდა

30-11-2020

მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.63 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.44 პროცენტია.

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.