გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზალკალიანი: ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს

2-12-2020

„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“ - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ქ. ვარშავაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

Twitter-ის საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრის ასევე მიესალმა ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიღებას.

„ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის სტოლტენბერგის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.