გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2024    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829 

ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 63.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

7-12-2020

საქართველოდან წელს 12 167 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 63.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3 472 ტონით (40%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 20.2 მლნ აშშ დოლარით (47%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 5%-ით გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3 530 ტონა), იტალიაში (2 581 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), ლიეტუვაში (355 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (352 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (240 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (84 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), სლოვაკეთში (74 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (680 ტონა), რუსეთი (540 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (306 ტონა), უკრაინა (212 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (95 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), იორდანია (38 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

"აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია" - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.