გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2024    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ორი თევზმჭერი კომპანია გაფართოვდა

7-12-2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის კომპონენტების ფარგლებში, ორი თევზმჭერი კომპანია - შპს "ნანა 25" და შპს "თემო" გაფართოვდა.

კომპანიების დამფუძნებლების განცხადებით, ახალი გემების შეძენით, დაჭერილი თევზის რაოდენობის მინიმუმ ათჯერ გაზრდას შეძლებენ. კერძოდ, ახალი გემებით დაიჭერენ 5000-7000 ტონამდე ქაფშიას გადამამუშავებელი საწარმოსთვის, დამატებით 250-300 ტონას საექპორტოდ სორტირებულ ქაფშიას. და აღჭურვილია ყველა იმ ხელსაწყოთი რომელიც საჭიროა უსაფრთხო თევზჭერისათვის.

გემები საქმიანობას ფოთში განახორციელებენ და კომმპანიები გაფართოების შედეგად, დამატებით 18-18 ადამიანს დაასაქმებენ.

კომპანია ისარგებლებს, როგორც სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

"საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ მაშინ, როცა დღეს მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია. დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი საიმედოობის და წარმადობის გამო კი, მეთევზე მეზღვაურთა სათანადო დონეზე და ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება" - აცხადებენ სააგენტოში.