გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხაშურის სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14-03-2018

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ  ცნო  .

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ლ.თ.-მ  2017 წლის 28 ივლისს ქ.ხაშურში, ყოფილ მეუღლეზე - ს.მ.-ზე იძალადა, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმებით, ასევე  ყელში მოჭერით ფიზიკური ტკივილი მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ლ.თ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2  ნაწილის  „ე“  ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი  არაერთგზის)   წარედგინა.

 

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ლ.თ. დამნაშავედ  სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.