გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზისრ ეაბილიტაცია განხორციელდა

8-12-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, წელს განსაზღვრული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. 3,6 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, საავტომობილო გზის გასწვრივ მოეწყო რკინა–ბეტონის კიუვეტები, განხორციელდა საყრდენი კედლების მშენებლობა და დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. პროექტი, როგორც პარკინგის, ასევე ,,გადასახედის“ მოწყობასაც ითვალისწინებს და სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება.

პროექტის მიმდინარეობას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტის ღირებულებამ, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად 2 მილონი ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს, ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა.