გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთსა და ხობში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

10-12-2020

ფინანსთა სამინისტროსშემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ ფოთსა და ხობის რაიონში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 50 ბლოკი და 1000კოლოფი (ჯამში 30 000 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმეთა მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.